RSS RSS | მთავარი | კონტაქტი | English | მართვის პანელი
საქართველოს საშეჯიბრო აიკიდოს ასოციაცია
ჩვენ შესახებ
  • საქართველოში საშეჯიბრო (სპორტული) აიკიდოს განვითარება 1998 წელს ვახტანგ სიხარულიძის თაოსნობით დაიწყო. მისვე მიერ დაარსდა საქართველოს ტომიკი აიკიდოს ფედერაცია (სტაფ).
  • 1998 წლის 1 ოქტომბერს სტაფ-ი აღიარებულ იქნა იაპონიის აიკიდოს ასოციაციის ფილიალად საქართველოში, რომლის კურატორიც გახდა იაპონიის აიკიდოს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი კენში უნო სენსეი (აიკიდოს მე-8 დანი, კენდოს მე-3 დანი).
  • 2000 წლის მაისში საქართველოს წარმომადგენლებმა ვახტანგ სიხარულიძემ და თემურ კარანაძემ პირველად მიიღეს მონაწილეობა საერთაშორისო ტურნირში, რომელიც ქალაქ მოსკოვში გაიმართა და ჩემპიონების ტიტულით დაბრუნდნენ.
  • 2003 წლის 20 აპრილს საქართველოში პირველად გაიმართა შეჯიბრი აიკიდოში, თბილისის I ღია ტურნირი აიკიდოში.
  • 2003 წლის 5-10 აგვისტოს ინგლისის ქ. ლიდსში გაიმართა აიკიდოს V მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც პირველად აიკიდოს ისტორიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს წარმომადგენლებმა, ვახტანგ სიხარულიძემ და მაია მაზანიშვილმა.
  • 2003 წლის 8 აგვისტოს ინგლისში გაიმართა ტომიკი აიკიდოს საერთაშორისო ქსელის ყრილობა სადაც მოხდა სტაფ-ის გაწევრიანება ამ საერთაშორისო ორგანიზაციაში.
  • 2003 წლის 3-5 ოქტომბერს ვახტანგ სიხარულიძემ გამართა სემინარები ქ. ბაქოში. იგი და ორი ინსტრუქტორი, ალექსანდრე ხეროდინაშვილი და მაია მაზანიშვილი, მიწვეულ იყვნენ აზერბაიჯანის რეალური აიკიდოს ცენტრის მიერ. საფუძველი ჩაეყარა აზერბაიჯანში ტომიკი აიკიდოს განვითარებას.
  • 2003 წლის 26 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს I ღია ჩემპიონატი აიკიდოში, სადაც ქართველ სპორტსმენებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ აზერბაიჯანელი სპორტსმენებიც.აქედან მოყოლებული, ყოველი წლის გაზაფხულზე იმართება საქართველოს ჩემპიონატი და ფესტივალი აიკიდოში, სადაც ყოველწლიურად მონაწილეთა რაოდენობა იზრდება.
  • 2008 წელს ვახტანგ სიხარულიძის ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა ევროპის ჩემპიონატების გამართვას, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება. 2008, 2010 და 2014 წლის ევროპის ჩემპიონატებიდან, საქართველოს ნაკრების წევრები ევროპის ჩემპიონები დაბრუნდნენ.
  • 2009 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, იაპონიის ქალაქ კიოტოში, აიკიდოს ისტორიაში პირველად, ქართველი სპორტსმენები მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მოხვდნენ და სამმა სპორტსმენმა: ვახტანგ სიხარულიძემ, ალექსანდრე ხეროდინაშვილმა და ლაშა როსტომაშვილმა ბრინჯაოს სინჯის მედლები ჩამოიტანეს.
  • 2011 წლის 1 ოქტომბერს სტაფ-ი გადაკეთდა საქართველოს საშეჯიბრო აიკიდოს ასოციაციად (სსაა).
  • 2015 წელს შვეიცარიის ქალაქ ფიშში პირველად მსოფლიო აიკიდოს ისტორიაში ქართველმა სპორტსმენებმა ვახტანგ სიხარულიძემ და ივანე ბიბილაშვილმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.
  • სსაა-ი არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში საშეჯიბრო (სპორტულ) აიკიდოს ანვითარებს.
  • სსაა-ი წელიწადში სამჯერ (მარტი, ივნისი, დეკემბერი) მართავს სპორტსმენთა ატესტაციას, სადაც გაიცემა საერთაშორისო სერტიფიკატები. ხოლო წელიწადში ორჯერ (გაზაფხული და შემოდგომა) იმართება ეროვნული ტურნირები.
ვახტანგ სიხარულიძე
(მე-4 დანი)

საქართველოს საშეჯიბრო აიკიდოს ასოციაციის პრეზიდენტი

მსოფლიოს ჩემპიონი
ევროპის ორგზის ჩემპიონი
საერთაშორისო ტურნირის ორგზის გამარჯვებული
სიახლეების გამოწერა ელ. ფოსტით

This Section is Blocked For BOTS!

საიტი შექმნილია Stichoza-ს მიერ Copyright © 2024 GTAF
უახლოესი გეგმები
  • 26.06.2022 - ატესტაცია, თბილისი.
  • July - საზაფხულო ბანაკი, გონიო

  • ყველა ღონისძიება »
    სხვადასხვა

     
    გაუზიარე ეს გვერდი

    რეკლამა
    სტატისტიკა
    ამჟამად საიტზეა: 0
    გენერაცია: 0.174 წამი